ჩვენ შესახებ

"ემ ეს ჯგუფი" წარმოადგენს სამზარეულოს წვრილი ტექნიკისა და აქსესუარების, ჭურჭლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების წამყვან იმპორტიორს საქართველოში. კომპანია ახორციელებს 25-ზე მეტი ბრენდის 10 000 დასახელების პროდუქციის იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოში. მის პორთფელშია ისეთი წამყვანი ბრენდები, როგორებიცაა: Arshia, Tramontina, O.M.S., Bambum, Duralex, Hascevher, Hobby Life და სხვ.

კომპანია 2003 წლიდან ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას და მომსახურებას უწევს 500-ზე მეტ წამყვან საცალო ქსელს საქართველოში, მათ შორისაა: კარფური, გორგია, გუდვილი, ფრესკო, დომინო, ევროპროდუქტი, აგროჰაბი და სხვ.

კომპანია ასევე მოიცავს ჰორეკა მიმართულებას და ემსახურება კორპორატიულ მომხმარებლებს -  “ემ ეს ჯგუფი” რეგიონს მოიცავს 700 დილერით.

სერვისი, მაღალი ხარისხი და სანდოობა - კომპანიის მთავარი ღირებულებებია!

10

წელი

საიმედო იმპორტიორი

25

წამყვანი ბრენდი

10,000

დასახელების პროდუქტი