Altinbasak

40 წლის გამოცდილების მქონე ბრენდი სამზარეულოს აქსესუარებისა და ჭურჭლის წარმოებაში - „ალთინბაშაქი“ - აკმაყოფილებს პროფესიონალთა სტანდარტებს და მომხმარებელს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

ბრენდმა მიიღო სტატუსი და ოფიციალურად გახდა ჰორეკა მიმართულების წარმომადგენელი თავისი ინოვაციური და მრავალფუნქციური პროდუქციით.

თითოეული დიზაინის მოქნილობა, წარმოებისა და მიწოდების სიჩქარე მთავარი კაპიტალია ბრენდ „ალთინბაშაქის“ ბაზარზე დამკვიდრებაში.

უწყვეტი მოდერნიზაციითა და მუდმივად მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, კომპანიამ შეძლო, შეექმნა პრემიუმ ხარისხის პროდუქცია უმოკლეს დროში, ყველაზე კონკურენტულ ფასად.