Bambum

ბრენდი, რომელიც მუდმივად მიჰყვება მსოფლიოს დღის წესრიგს, ზრუნავს გარემოს დაცვასა და ეკოლოგიაზე - „ბამბუმი“ - ახალი სიტყვა ჭურჭლის წარმოებაში.

მარტივი, დახვეწილი დიზაინით კომპანიამ შექმნა სერვირებისთვის ყველაზე ჯანსაღი, ბუნებრივი პროდუქცია.

დეზინფექციური ზედაპირითა და მინერალური სპრეით, რომელიც პროდუქტს ვიზუალურად უფრო მიმზიდველს ხდის, „ბამბუმმა“  მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ჯანმრთელი საყოფაცხოვრებო კვების სფეროში.

კომპანია ყოველდღიურად ავრცელებს ინფორმაციას ჯანმრთელობისთვის საზიანო ჭურჭლის შესახებ და მომხმარებელს აწვდის მთავარ მესიჯს, რომ „ჯანმრთელობა საკვების მიღებიდან იწყება.“

მომხმარებლებზე ორიენტირებული, ორგანული, ეკოლოგიურად სუფთა სამზარეულოს ჭურჭლის წარმოებასა და იმპორტირებაში „ბამბუმი“ ევროპის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.