Hobby Life

1990 წელს დაწყებული წარმოებით „ჰობი ლაიფი“ უმოკლედ დროში გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი პლასტმასის წარმოებაში.

ბრენდმა დაამსხვრია პლასტმასის მასალაზე დამკვიდრებული ყველა სტერეოტიპი და მომხმარებლებს ბიოლოგიურად სუფთა, საკვები პროდუქტებისთვის სრულიად უსაფრთხო ნაწარმი შესთავაზა.

დიზაინისა და ფერების მრავალფეროვნებით „ჰობი ლაიფის“ პროდუქცია მომხმარებლის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.

ბრენდის მიერ შემოთავაზებულმა კიდევ ერთმა ინოვაციამ „ჰობი ლაიფი“ ყველაზე პრაქტიკურ, ყოველდღიური გამოყენების ბრენდად აქცია - კომპანიამ შეძლო შეექმნა ყველაზე მდგრადი პლასტმასის ნაწარმი, რომელიც ერთდროულად რეზისტენტულია სითბოს, სიცივისა და ზედაპირზე წნევის ზეწოლის მიმართ. „ჰობი ლაიფის“ პროდუქციის განთავსება შესაძლებელია როგორც მიკროტალღურ ღუმელში, ისე - საყინულესა და ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

„ჰობი ლაიფი“, რომელიც თურქეთში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ბრენდს წარმოადგენს.