Lux Plastik

დაწყებული 1989 წლიდან „ლუქს პლასტიკი“ აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქციას და ახორციელებს ექსპორტს 5 კონტინენტის 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ბრაზილიაში, შვედეთში, ესპანეთში და სხვ.

20 000 კვადრატულ მეტრზე გაშლილ საწარმოში მზადდება მარტივი, დახვეწილი დიზაინის მქონე ბიოლოგიურად სუფთა ნაწარმი. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და პირველი კლასის ნედლეულით, რაც კომპანიას მუდმივი განვითარებისა და მოდერნიზაციის საშუალებას აძლევს.

გარდა ხარისხისა და ვიზუალური ელემენტებისა, კომპანია მნიშვნელობას ანიჭებს პროდუქციის ხელმისაწვდომობას, რის გამოც მომხმარებელს ყველაზე კონკურენტულ ფასს სთავაზობს.

მომხმარებლის ინტერესების მუდმივი გათვალისწინებით, „ლუქს პლასტიკი“ ინარჩუნებს პოპულარობას მსოფლიო პლასტმასის სეგმენტში. კომპანია კიდევ უფრო გაფართოებას და მომხმარებლისთვის უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტის შეთავაზებას გეგმავს.