OMS

პრემიუმ ხარისხის ბრენდი, რომელსაც პროდუქციის წარმოების 50-წლიანი ისტორია აქვს. „ოემესი“ უჟანგავი ფოლადის ნედლეულის წარმოებით ევროპის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას წარმოადგენს.

კომპანიის საწარმოში ყოველწლიურად 1 850 000 ერთეული პრემიუმ ხარისხის 18/10 მეტალითა და იტალიური წარმოების ბიოგრანიტით დამზადებული პროდუქტი იქმნება.

შერჩეული ნედლეული პროდუქციის ხარისხზეც აისახება - მრავალფენიანი ბიოგრანიტი სრულიად უსაფრთხოა საკვები პროდუქტებისთბის. შესაძლებელია საკვების როგორც მომზადება, ისე - შენახვა. „ოემესის“ პროდუქცია მდგრადია მაღალ ტემპერატურაზე და დაცულია ნაკაწრების წარმოქმნისგან.

ბრენდის მთავარი მიზანი პროდუქციის წარმოებაში არის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხის ასამაღლებლად.