Savasan

52-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია, რომელმაც მსოფლიო აღიარება უმოკლეს დროში მოიპოვა. 1972 წელს შექმნილმა ბრენდმა წარმოება უჟანგავი მეტალით დაიწყო, თუმცა 1990 წელს გააფართოვა წარმოება და დააფუძნა ემალირების ქარხანა.

დღესდღეობით „სავასანი“ ქმნის 100%-ით ბიოლოგიურად სუფთა ემალის პროდუქციას. ბრენდი ყურადღებას ამახვილებს ნედლეულის ხარისხზე და მის შესაბამისობაზე საკვებ პროდუქტებთან. ამგვარი მიდგომით „სავასანმა“ შეძლო, ეწარმოებინა ქვაბები, რომელიც შესაძლებელს გახდიდა საკვების როგორც მომზადებას, ისე - შენახვას.

განვითარებული ტექნოლოგიების დახმარებით, ბრენდმა დაიწყო უკრავი ზედაპირის შექმნა, რომელიც თავის თვისებას უმცირესი ცხიმის გამოყენებითაც ავლენს.

ხარისხის ყველა სტანდარტის დაცვის გამო ბრენდს ISO 9001: 2000, ISO 9001: 2003 სერტიფიკატებიც მიენიჭა.

დღესდღეობით „სავასანი“ 5 კონტინენტის 55 ქვეყანაში გადის ექსპორტზე. ემალის წარმოებაში ბრენდი ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიო მასშტაბით.