Serinova

მცენარის დარგვისას ქოთანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ნებისმიერი ქოთანი ნერგის სტრუქტურას უნდა შეესაბამებოდეს. ბაზარზე თიხისა და პლასტმასის უამრავი ნაწარმი არსებობდა, თუმცა კომპანია „სერინოვამ“ 1986 წელს პლასტმასის ქოთნების წარმოების მთავარი პრობლემები აღმოაჩინა და მათი გამოსწორებით გახდა თურქეთის ბაზარზე პლასტმასის ქოთნების ყველაზე მსვილი მწარმოებელი.

კომპანიამ ქოთნის სტრუქტურა ნერგს შეუსაბამა, მასალა უფრო მდგრადი გახადა, რათა წყლისა და მიწის ზემოქმედებას ზედაპირი არ დაეზიანებინა.

დღესდღეობით  „სერინოვა“ 200-მდე სხვადასხვა დიზაინის, ფერისა და სტრუქტურის პლასტმასის ქოთანს აწარმოებს. 2012 წლიდან ბრენდის პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გადის. დასავლეთ ევროპაში, ავსტრალიაში, ჩინეთსა და აფრიკაში "სერინოვას" პლასტმასის ქოთნები დიდი პოპულარობით სარგებლობს. კომპანია განაგრძობს გაფართოებას.