Titiz Plastik

კომპანიამ „ტიტიზ პლასტიკი“ პროდუქციის წარმოება 1984 წლიდან დაიწყო. პლასტმასისა და მინის ქილები, ბოთლები, კონტეინერები და სამზარეულოს წვრილი აქსესუარები - ბრენდი 5 000-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტს ქმნის.

ასორტიმენტის მრავალფეროვნებით, ფერებისა და დიზაინების სიმრავლით „ტიტიზ პლასტიკი“ მომხმარებლების ყურადღებას იქცევს.

ბრენდი მუდმივად ცდილობს მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებას, აწარმოებს სეზონურ პროდუქციას, რომელიც ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სიმარტივიდან და პრაქტიკულობიდან გამომდინარე, გაჩნდა მოთხოვნა, რომ „ტიტიზ პლასტიკს“ საზღვრები გაეფართოებინა. დღესდღეობით კომპანიას საკუთარი პროდუქცია გააქვს შუა აღმოსავლეთის, დასავლეთ ევროპის, სკანდინავიისა და აფრიკის ქვეყნებში.

როგორც ქვეყნის ერთ-ერთ პირველ კომპანიას, „ტიტიზ პლასტიკს“ შეაქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი თურქეთის ეკონომიკაში.